რეზონანსი
27.09.2023

შვეიცარიის პარლამენტმა კვლავ არ დაუჭირა მხარი უკრაინაში სამხედრო ტექნიკის რეექსპორტს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

საუბარია სამხედრო ტექნიკის რეექსპორტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანაზე, რომელსაც ჯერ კიდევ ივნისში დაუჭირა მხარი შვეიცარიის კანტონების საბჭომ.

ცვლილებების პროექტის თანახმად, რეექსპორტი დაიშვებოდა იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტის მონაწილე ქვეყანა თავდაცვის უფლებას იყენებს.

გარდა ამისა, შვეიცარიული იარაღის რეექსპორტი ქვეყნიდან, რომელმაც ის შეიძინა, დაშვებული იქნებოდა შეძენიდან ხუთი წლის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც „იზიარებენ შვეიცარიის ღირებულებებს და აქვთ ექსპორტის კონტროლის ერთობლივი რეჟიმი".

პარალელურად, შვეიცარიის პარლამენტი მუშაობს კიდევ ერთ კანონპროექტზე იარაღის რეექსპორტის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ. ის შესაძლებელს გახდის რეექსპორტს, თუ გაეროს უშიშროების საბჭო ან გენერალური ასამბლეის წევრთა ორი მესამედი დაადასტურებს საერთაშორისო სამართლის დარღვევას იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მიიღებს იარაღს.

საბრძოლო მასალების შესახებ შვეიცარიის კანონი ამჟამად არ იძლევა საბრძოლო მასალების ექსპორტის საშუალებას, თუ დანიშნულების ქვეყანა ჩართულია შიდა ან საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×