რეზონანსი
27.09.2023

მე მგონია, რომ მას [პრეზიდენტს] „ბარხატნი სეზონს" ეძახიან, ეგ დრო დაუდგა და მოგზაურობს რა. სიჯიუტესაც ვერ დავარქმევთ რასაც ქალბატონი პრეზიდენტი აკეთებს. მოგზაურობაა ეს მეტი არაფერი და იმით აფორმებს, რომ თითქოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის იღვწის, - ასე აფასებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნებში.

„მე მგონია, რომ მას [პრეზიდენტს] „ბარხატნი სეზონს" ეძახიან, ეგ დრო დაუდგა და მოგზაურობს რა. სიჯიუტესაც ვერ დავარქმევთ რასაც ქალბატონი პრეზიდენტი აკეთებს. მოგზაურობაა ეს მეტი არაფერი და იმით აფორმებს, რომ თითქოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის იღვწის. ეს მას შეეძლო გაეკეთებინა პირველ შემთხვევაში, როდესაც [ევროკავშირისგან] პოლიტიკური უარი მივიღეთ და როცა გვითხრეს, რომ რეიტინგებში წინ ხართ, მოლდოვას და უკრაინას უსწრებდით, მაგრამ უარს გეუბნებითო. მაშინ ჩაფრენილიყო საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. რატომ იყო ჩუმად?! ამის [ზურაბიშვილთან შეხვედრის] შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ლატვიის პრეზიდენტი მოგვიწოდებს, რომ სანქციებს შეუერთდეს საქართველო. ამაზე ხომ ვისაუბრეთ, რომ ჩვენს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის რუსეთისთვის არაფერია და ჩვენთვის ნახევარი ეკონომიკაა. ეს ხომ ავხსენით. მათ შორის იმ ევროპულმა სახელმწიფოებმა, რომლებიც თავიდან ეიფორიაში იყვნენ და დაუწესეს სანქციები, უკვე მოუხსნეს რუსეთს. გერმანიის საგარეო ვაჭრობა რუსეთთან გაორმაგებულია, ამერიკის შეერთებული შტატებისაც და ამ დროს შენ საკუთარ ქვეყანას ასეთი დარტყმის ქვეშ აყენებ და იქ არაფერს ეუბნები იმ ქვეყნის [ლატვიის] პრეზიდენტს. ამას რომ ვერ იაზრებ და პასუხს არ სცემ იქ [შეხვედრაზე], მავნებელი ხარ აბა რა ხარ", - აღნიშნა ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×