რეზონანსი
27.09.2023

„ნაციონალური მოძრაობა" უკვე მილეული პარტიაა. მას პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძეს კითხვა დაუსვეს ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს: „ჩვენს პარტიაში მძიმე რეალობაა, არ გამოვრიცხავ, სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ღირსეულად დავშორდეთ".

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მათი სეგმენტაცია უშედეგო იქნება.

„ისინი ცდილობენ გარკვეულ გადაადგილებას შიგნით, მაგრამ იმდენად დისკრედიტებულია მისი ყველა შემადგენელი, რომ მათი სეგმენტაცია საერთო ჯამში, მაინც უშედეგო იქნება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×