რეზონანსი
27.09.2023

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი კერძო ვიზიტებს ახორციელებს. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში.

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი კერძო ვიზიტებს ახორციელებს. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ვფიქრობ, ის უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის უმთავრესი გარანტი. ასეთი ნაბიჯები კატეგორიულად მიუღებელია და ამიტომ იყო სამართლებრივი რეაქცია პარლამენტის მხრიდან. ამას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს და მისი პასუხის მიხედვით იქნება შეფასებებიც და ქმედებებიც", - აცხადებს ხუნდაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×