რეზონანსი
26.09.2023

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინამ თითქმის დაასრულა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

შმიგალის თქმით, სახელმწიფო პროგრამის - „ერთობა მრავალფეროვნებაში" - დამტკიცების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ევროკომისიის შვიდივე რეკომენდაციის შესრულების სრულ დასრულებაზე საუბარი. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს პირობების შექმნას ეროვნული უმცირესობებისა და მკვიდრი მოსახლეობის უფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.

პრემიერის თქმით, პროგრამის დამტკიცების შემდეგ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ სამთავრობო დონეზე უკრაინა სრულად დაასრულებს ევროკომისიის შვიდივე რეკომენდაციის შესრულებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×