რეზონანსი
26.09.2023

სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია. მსახიობი შვედეთში მდებარე სახლში დაეცა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

89 წლის მსახიობის წარმომადგენლებმა ინციდენტი გამოცემასთან დაადასტურეს. მათი თქმით, ლორენი ჟენევაში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა და სააბაზანოში დაეცა, რის შედეგადაც რამდენიმე დაზიანება მიიღო, მათ შორის ბარძაყისა და მენჯის ძვლის.

წყაროს თქმით, მსახიობს ოპერაცია გაუკეთდა. ექიმები ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს ოპტიმისტურად აფასებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×