რეზონანსი
25.09.2023

"ესტონეთი მტკიცედ არის მოწოდებული, მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას" - წერს Twitter-ზე ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კლარისი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

"შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან. ესტონეთი მტკიცედ არის მოწოდებული, მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს წარმატებას ევროკავშირის გზაზე" - წერს ალარ კლარისი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 25 სექტემბერს ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კლარისს შეხვდა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×