რეზონანსი
25.09.2023

შემაშფოთებელია, როდესაც პრეზიდენტი უხეშად, საჯაროდ არღვევს კონსტიტუციას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკას" რუმინეთში განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი დემონსტრაციულად არღვევს ქართველი ხალხის მიერ დაწესებულ წესებს და ამით საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის მიღმა.

„პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციისა და კანონის დაცვის, დემონსტრაციულად არღვევს ქართველი ხალხის მიერ დაწესებულ წესებს და რა თქმა უნდა, ამით პრეზიდენტი საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის მიღმა. სამწუხაროა ასეთი ქმედებები, მაგრამ ესეც ჩვენი სამწუხარო რეალობაა", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×