რეზონანსი
25.09.2023

"ქართულ ოცნებას" აშშ-ის მხრიდან ჯაშუშობაში მხილებულ ყოფილ გენერალურ პროკურორზე საუბრის დასრულება სურს. მმართველი გუნდის ახალი გზავნილი "ოცნების" დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ გაახმოვანა. თალაკვაძის თქმით, ის, ვინც ფარცხალაძეზე საუბარს გააგრძელებს, ქვეყნის დაზიანება ექნება მიზნად. გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძე თვლის, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა-დატოვებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა მიმდინარეობდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტზე იყო ზეწოლა, პირდაპირ მოთხოვნა მის მიმართ, რომ შეეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება. ვისაც სურს, რომ ეს საკითხი დარჩეს პოლიტიკურ დღის წესრიგში ან მედიაში, აქვს პოლიტიკური ინტერესი, როგორმე დაასუსტოს სახელმწიფო, დაასუსტოს ხელისუფლება," - ამბობს თალაკვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×