რეზონანსი
25.09.2023

გამოცემა The Financial Times-ი წერს, რომ მოსკოვმა დიდი შვიდეულის სახელმწიფოების მიერ ნავთობის შესყიდვაზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა შეძლო.

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასს 60-დოლარიანი ზედა ზღვარი დაუწესეს. მოსკოვმა კი აგვისტოში ნავთობპროდუქტები გაცილებით ძვირად გაყიდა.

გამოცემას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ნავთობის 75%-ის ტრანსპორტირება იმ გემებით მოახდინა, რომლებიც დასავლეთის კომპანიების მიერ არ იყო დაზღვეული. გამოცემა წერს, რომ წელს რუსეთი ნავთობის გაყიდვით 15 მილიარდი დოლარის მოგებას მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×