რეზონანსი
24.09.2023

ამ დილით 08:00-ზე თბილისის შემოგარენში საკმაოდ ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომელიც დედაქალაქშიც იგრძნობოდა. ეპიცენტრში, რომელიც სოფელ ლელუბანში მდებარეობდა, სიმძლავრემ 4,7 მაგნიტუდა შეადგინა. 

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა გოდოლაძემ მოკლედ შეაფასა შექმნილი ვითარება:

„საღათას ძილით მეძინა. მონიტორინგის ცენტრის სწრაფი რეაგირების და ღამის მორიგეების სატელეფონო მესიჯების ისტერიულმა სერიამ გამაღვიძა. მაგნიტუდას დავხედე. არაფერი ისეთი, კიდევ კარგი ერთი ერთეულით მეტი არ იყო. ეს საყველპურო მიწისძვრაა“, - დაწერა გოდოლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×