რეზონანსი
22.09.2023

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის გარანტია იქნება.

"ის, რომ ომი აქტიურ ფაზაშია, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხვალ ან დღეს მოვიწვიოთ ისინი [უკრაინელები]. ძალიან ადვილია უკრაინის [ნატოში] წევრობის პროგნოზირება, როდესაც ეს ომი დასრულდება. მაშინაც კი, თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს უკრაინა ნატოს წევრად რაც შეიძლება მალე ვიხილოთ, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის ის, რაც ახლა შეიძლება მოხდეს", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×