რეზონანსი
22.09.2023

მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი მინისტრი გაიგებდა თვითმფრინავი დაეორგანიზებინა, ყველაფერი გაეკეთებინა, მაგრამ შესაძლებელია კი თბილისიდან ასეთი საქმის კეთება?!, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით უსმენენ.

მისვე განცხადებით, ფაქტია, რომ სახელმწიფომ დაღუპულ მოქალაქეებს არ შესთავაზა იდეალური დახმარების საშუალება:

„მე არ მგონია, რომ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ და არც ის მგონია, ადამიანურად თუ რამე შეგეძლოთ, რამეს დააკლებდით. მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი მინისტრი გაიგებდა თვითმფრინავი დაეორგანიზებინა, ყველაფერი გაეკეთებინა, მაგრამ შესაძლებელია კი თბილისიდან ასეთი საქმის კეთება?! მე ვფიქრობ რომ - არა. ხომ ფაქტია, რომ სახელმწიფომ დაღუპულ მოქალაქეებს არ შესთავაზა იდეალური დახმარების საშუალება,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×