რეზონანსი
21.09.2023

ოპოზიცია არ ფიქრობს ქვეყანასა და ხალხზე, მათი მთავარი ინტერესია, როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

„ის, რაც სუსის მიერ ორი დღის წინ ოფიციალურად გაჟღერდა რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით, ამ ორ დღეში გამოავლინეს თავისი რეალური სახე. ეს მოცემულობა საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებს, ვინ დგას კანონის უზენაესობისა და ქვეყნის განვითარების მხარეს და ვის უნდა დესტაბილიზაცია", - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

სუსის ინფორმაციით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირები მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავენ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×