
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. არავითარი საფრთხე არაფერს არ ემუქრება, ყველა ბანკი სათანადოდ ფუნქციონირებს, სანქციების რეჟიმი არის დაცული. აბსოლუტურად ყველაფერი არის წესრიგში
„ოპოზიციის ოცნებაა, რომ ჩამოიშალოს ამ ქვეყანაში ყველაფერი - საფინანსო სისტემა, სახელმწიფო სისტემა, ყველანაირი სისტემა. სინამდვილეში არაფერი ჩამოშლილა. გუშინდელი აჟიოტაჟის ერთადერთი შედეგი იყო ის, რომ რამდენიმე მეასედი ერთეულით გაუფასურდა ლარი, თუმცა ის თავის კურსს დაუბრუნდება. ამის მეტი ვერაფერი გააკეთეს. მათი ოცნება და მიზანი იყო ყველაფრის ჩამოშლა, მაგრამ ვერაფერი ჩამოშალეს. შესაბამისად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი - არავითარი საფრთხე არაფერს არ ემუქრება, ყველა ბანკი სათანადოდ ფუნქციონირებს, სანქციების რეჟიმი არის დაცული. აბსოლუტურად ყველაფერი არის წესრიგში", - აღნიშნა კობახიძემ.