რეზონანსი
21.09.2023

შესაძლებელია ახლო მომავალში საწვავის ფასი კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვახტანგ იობაშვილის შეფასებით, ახლა მსოფლიო სანავთობო ბაზარზე, რაც ხდება იქედან გამომდინარე, წინასწარმეტყველება წარმოუდგენელია. მისივე ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში საწვავი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე რუსეთში.

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია საცალო ქსელში იმის გამო, რომ ზოგიერთი პარტია ჩავანაცვლეთ და შემოვიტანეთ ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ფინეთიდან და ბულგარეთიდან და ბუნებრივია, ევროპის ქვეყნებში უფრო ძვირია. 

ჩვენ რუსეთიდან იმის გამო შემოგვქონდა, რომ უფრო იაფი წყაროა და მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი სადაც იაფს ნახავს იქ შეიძენს პროდუქტს. ახლა საწვავის გაძვირების მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან მოწოდების პრობლემა შეიქმნა. 

ვერავინ განსაზღვრავს წინ და წინ რა იქნება ხვალ, მე ვიტოვებ მოლოდინს, რომ შესაძლებელია კიდევ მოიმატოს, მაგრამ შეიძლება დაიკლოს, ასეთი არითმიები სანავთობო ბაზარს ყოველთვის თან ახლავს“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" იობაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×