რეზონანსი
21.09.2023

ექსპერტ ლევან ნიკოლეიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, სანამ ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორად ჩამოყალიბდა.

„სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ „ის მოცემულ სიტუაციაში უარს ამბობს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურების წარდგენაზე“, არის უკანონო და ანტიკონსტიტუციური. წარდგენილი კანდიდატების გაწვევა არ შეიძლება. ამიტომ, ეროვნული ბანკის საბოტაჟის გზაზე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გადის კანონის ჩარჩოებიდან. ეს უვიცი ქალი იმასაც ვერ ხვდება, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ნაცმოძრაობის რუპორად და დაისამარა თავი სამუდამოდ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×