რეზონანსი
16.09.2023

იანვარ-აგვისტოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით გადაქაჩული ნავთობის მოცულობამ 20,149.8 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის პირველი 8 თვის მაჩვენებელზე 6%-ით მეტია. ამის შესახებ აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ანგარიშში წერია.

იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობიდან 76,2% ბთჯ-ის მილსადენით გადაიქაჩა.

უწყების ცნობით, იანვარ-აგვისტოში ბთჯ-ით გადაზიდული მთლიანი ნავთობის 83,5% ანუ 16,834.5 მლნ ტონა აზერბაიჯანული ნავთობია, რაც, წინა წლის რვათვიან პერიოდთან შედარებით, 5,3%-ით მეტია.

ამასთან, ბთჯ-ით ტრანსპორტირებულმა ყაზახეთისა და თურქმენეთის ტრანზიტული ნავთობის წილმა მთლიანი მოცულობის 16,5%, ანუ 3,315.3 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდზე 10%-ით მეტია.

2022 წელს ბთჯ-ის მილსადენით გადაქაჩული ნავთობის მოცულობამ წინა წელზე 12,6%-ით მეტი, ანუ 29,749.6 მლნ ტონა შეადგინა. მათ შორის 5,103.9 მლნ ტონა, ანუ 41,8%-ით მეტი სატრანზიტო ნავთობი იყო.

ამჟამად ბთჯ-ის მილსასდენით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკის ნავთობი, ხოლო შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატი გადაიქაჩება. მილსადენი, ასევე, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ისა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ნავთობს ემსახურება.

მილსადენის სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს, ხოლო 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება.

BTC Co-ს აქციონერები არიან: BP (30,1%), SOCAR (25%), MOL (8,9%), Equinor (8,71%), TPAO (6,53%), ENI (5%), Itochu (3,4%), ExxonMobil (2,5%), INPEX (2.5%), TotalEnergies (5%) და ONGCVidesh (2.36%).

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×