რეზონანსი
29.08.2023

ბლუმბერგი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პირველად იმოგზაურებს. მედია წერს, რომ ის ჩინეთში ჩასვლას დათანხმდა.

საკითხის მცოდნე სამი ადამიანი ამბობს, რომ კრემლი ამზადებს პუტინის ვიზიტს ჩინეთში ოქტომბრის თვეში, სარტყელისა და გზის ფორუმზე დასასწრებად. ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტისგან მიიღო მიწვევა ღონისძიებაზე დასასწრებად.

ორი თანამოსაუბრე ამბობს, რომ პუტინი მზადაა ეწვიოს მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებშიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს შეუძლიათ მისი უსაფრთხოების სრული გარანტიის გაცემა, ჩინეთი კი ერთ-ერთი ასეთი ადგილია.

პუტინს რუსეთი არ დაუტოვებია მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლომ მარტში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასთან დაკავშირებით მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. ამ პერიოდში ის კრემლის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებს ეწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×