რეზონანსი
23.08.2023

ჟურნალისტი, თამო კეშელავა ევგენი პრიგოჟინის ავიაკატასტროფაში დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„პუტინმა, რომელსაც ზელენსკის მოკვლა უნდოდა, ბოლოს წინა სერიაში, მოკლა პრიგოჟინი, რომელიც ზელენსკის მოსაკლავად დაიქირავა.

ბოლო სერიაც მალე გამოვა...

ყირიმის დაკარგვას პრიგოჟინის მოკვლა ვერ გადაფარავს.

ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა...

აქამდე, თუ ვინმე მაინც იჯერებდა მითს, რომ პრიგოჟინი და პუტინი შეთქმულად მოქმედებდნენ, ახლა ყველამ დაინახა, რომ პრიგოჟინმა პუტინის სისუსტით ისარგებლა და სიხარბეს რომ არ ეძლია, ახლა ბრძოლის ველზე მკვდარი იქნებოდა.

და პრიგოჟინის მოკვლით, პუტინმა დაადასტურა, რომ ის ნამდვილად დასუსტდა. სხვა შემთხვევაში, მონა არ აუმბოხდებოდა და ამბოხებულ მონასთან გარიგება და მერე მისი მოკვლა არ მოუწევდა", - წერს კეშელავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×