რეზონანსი
12.11.2026

 ემი­რა­ტებ­ში მცხოვ­რე­ბი ია­სენ იბ­რა­ჰი­მი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და და მისი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს უკ­ვა­შირ­დე­ბა, აბუ-და­ბი­ში მომ­ხდარს ეხ­მა­უ­რე­ბა.

მისი თქმით, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი-ნურ­მა­გო­მე­დო­ვის და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ორი­ვე მხა­რე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია, რად­გან აბუ-და­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად მკაც­რად იკ­რძა­ლე­ბა თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ჩხუ­ბი და ორი­ვე მხა­რეს შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა მო­უ­წევს.

"მო­გე­სალ­მე­ბით, ბევ­რი მი­ზი­ა­რებს მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი­სა და უმარ ნურ­მა­გო­მე­დო­ვის ჩხუ­ბის ვი­დე­ოს. არა­ფე­რი კო­მენ­ტა­რი არ მაქვს ამ სა­კი­თხზე, იმი­ტომ რომ მათ შო­რის არის პი­რა­დი რა­ღა­ცა. "აბა­რო­ტის აღე­ბა", თუ რაც არის.

რომ იცო­დეთ, ჩვენ­თან ემი­რატ­ში, აბუ-და­ბი­ში არის კა­ნო­ნი, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ვინ, რო­გორ და­ი­წყო. ვინ მი­ა­ყე­ნა ერ­თმა­ნეთს შე­უ­რა­ცხყო­ფა. ყვე­ლა ის­ჯე­ბა კა­ნო­ნით. დუ­ბა­ის კა­ნო­ნით არა­ვის აქვს ჩხუ­ბის უფ­ლე­ბა.

მოკ­ლედ გე­ტყვით, ორი­ვე მხა­რე და­ჭე­რი­ლე­ბი არი­ან - მე­რა­ბი და მისი ძმა­კა­ცი, უს­მა­ნი და მისი გუნ­დი. ყვე­ლა და­ჭე­რი­ლე­ბი არი­ან.

ჩვენ­თან არ მო­სუ­ლა ჩხუ­ბი, აზრი არ აქვს ვინ არის მარ­თა­ლი და ვინ არა, ვინ და­ი­წყო ჩხუ­ბი და ვინ არა. ემი­რა­ტებ­ში თუ ჩხუ­ბობ გა­რეთ, ან სას­ტუმ­რო­ში, ან ქუ­ჩა­ში, ყვე­ლას და­ი­ჭე­რენ.

კი, მარ­თლე­ბი ხართ ქარ­თვე­ლე­ბი, გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი ხართ, მაგ­რამ ძა­ლი­ან გთხოვთ შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­ა­ყე­ნოთ რე­ლი­გი­ას, იმი­ტომ რომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ქრის­ტი­ა­ნი ხარ თუ მუ­სულ­მა­ნი. აბუ-და­ბი­ში კა­ნო­ნი არის კა­ნო­ნი," - ამ­ბობს ვი­დე­ო­ში ია­სენ იბ­რა­ჰი­მი.

ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი აბუ-და­ბი­ში, სას­ტუმ­როს ფო­ი­ე­ში, ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის დროს თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი გახ­და. გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ უახ­ლოვ­დე­ბა მას ზურ­გი­დან და­ღეს­ტნე­ლი მებ­რძო­ლი უს­მან ნურ­მა­გო­მე­დო­ვი თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად და სა­ხე­ში ურტყამს. მომ­ხდარს ჯგუ­ფუ­რი ჩხუ­ბი მოჰ­ყვა, რის შე­დე­გა­დაც დვა­ლიშ­ვილ­მა სა­ხი­სა და თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×