რეზონანსი
12.11.2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პროქართული ამომრჩეველი ჰყავს, რაც მთავარი განსხვავებაა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. 

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი ეს რეპლიკა „ლელოს“ წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ -„ქართულ ოცნებას“ თავის ელექტორატში პრორუსული მსოფლმხედველობის ამომრჩეველი ჰყავს“. 

„წეღან საუბარი იყო მილიონ ასოცი ათას ამომრჩეველზე, რაც საარჩევნო შედეგებით არის დადასტურებული. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პროქართული ამომრჩეველი და სწორედ ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის, რომ  თქვენ გარეთ იყურებით“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×