რეზონანსი
12.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა, რომელზეც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე არსებითი განხილვა გაგრძელდება, რამდენიმე წუთში განახლდება. დღევანდელი სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაივლის. დღეს მე-11-ე სხდომაა.

"ქართული ოცნების" სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო. საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მცდელობა, სისტემური დანაშაულები, საბოტაჟი და მოქმედება ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - მმართველი პარტიის განცხადებით, სარჩელში ყველა ბრალდება დასაბუთებული და სამართლებრივად გამართულია.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის უკვე ყველაფერი ცნობილია.

"სარჩელი არ ეყრდნობა რეალურ ფაქტებს. არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია მას არ ახლავს, ხელოვნურად არის გადაბმული სარჩელის ეპიზოდები სხვადასხვა პარტიასთან მიმართებაში. სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის უკვე ყველაფერი ცნობილია", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×