რეზონანსი
12.11.2026

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში იგი ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა.

როგორც წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

„ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შევხვდით ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, პენ ცინხუას.

შეხვედრაზე განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები, ვაჭრობის, ტურიზმის, ტექნოლოგიების, განათლებისა და პოლიტიკური თანამშრომლობის სფეროებში მიღწეული პროგრესის საფუძველზე“, - წერს ნინო წილოსანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×