რეზონანსი
12.11.2026

თბი­ლის­ში, მა­თი­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში, ცოლ-ქმრის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთი ეჭვმიტანილი და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გაავ­რცე­ლა. უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­ულს წინ უძღო­და ქო­ნებ­რივ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 11 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში, ორ პირს - ცოლ-ქმარს, მა­თი­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ორი­ვე მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­ულს წინ უძღო­და ქო­ნებ­რივ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

ორი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს,“ - წე­რია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×