
UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს აბუ-დაბიში დაღესტნელი სპორტსმენები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მერაბს თავს UFC-ის მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მის თანმხლები პირები დაესხნენ. გავრცელდა შესაბამისი ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ მიეპარნენ დვალიშვილს ზურგს უკან და ცემა დაუწყეს.
მერაბთან ერთად მისი მეგობარი, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი იმყოფებოდა, რომელიც დვალიშვილს თავდამსხმელებთან გამკლავებაში და მათ მოგერიებაში დაეხმარა.
ის 21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილია, UFC-ის ყოფილი მებრძოლის, ზვიად ლაზიშვილის ძმა.
საბას მებრძოლ ხასიათს სოციალურ ქსელში უწონებენ და მის მიმართ არაერთი კომენტარი დაიწერა:
"საბა ლაზიშვილს გაუმარჯოს! 21 წლის ბიჭი, რომელიც არავის და არაფერს შეუშინდა, წამი არ უფიქრია, 5 კაცში მარტო შევარდა და ერთი მეორის მიყოლებით დაყარა ტურები!"
"ლომი, ქართველი, კაცი - ყველაფრის ამის განსახიერება ხარ შენ დიდო კაცო".
"გენაცვალე მარჯვენაში ქართველო", -წერენ კომენტარებში.