რეზონანსი
11.11.2026

დღეს ნატა ვიბლიანი ყოფილმა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნატა ვიბლიანს ბოლო დღეებში კონტაქტი აქვს ირაკლი ჯანყარაშვილთან, რაც მათ შორის უთანხმოების მიზეზად იქცა"

"ეს არის ადამიანი, რომელიც კარგად მოიხსენიება მთელ საქართველოს 50 ლარი რომ მისცა, დედამისზეც კი, სამარცხვინო პოსტს დაწერს და ამით ირჩენს თავს. აი ასეთი პიროვნება არის ირაკლი ჯანყარაშვილი, რომელიც იმართება საზღვარგარეთ მცხოვრები პირებისგან. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აშავებდა ნატა ვიბლიანს, ლანძღავდა, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა, ასევე მე, როგორც მის ადვოკატს, და დღეს ვხედავ, რომ ნატა ვიბლიანი დაუმეგობრდა ირაკლი ჯანყარაშვილს, კონტაქტი აქვს მასთან და სწორედ ამის შემდეგ გახდა აგრესიული და ამის შემდეგ უკვე მოითხოვა ჩვენი ჩამოცილება ნატა ვიბლიანმა", - დაწერა ადვოკატმა.

კაკაბაძის წერილს მყისვე გამოეხმაურა თავად ირაკლი ჯანყარაშვილი და მიმართვა გაავრცელა:

"ნატა ვიბლიანს მხოლოდ ერთხელ, გუშინ ვესაუბრე. ჩემი მიზანი და ამოცანა ტარიელ კაკაბაძის მსგავსი „ცირკაჩი“ "თაღლითი" ადვოკატებისთვის საკუთარი ადგილის მიჩენა და საზოგადოებისთვის მათი საქმიანობის გაცნობაა.

ნატა ვიბლიანთან არანაირი ახლო კავშირი არ მაქვს და არც მომავალში ვაპირებ მასთან რაიმე სახის ახლო ურთიერთობას (მით უფრო საქმიანს).

ტარიელ კაკაბაძესთან დაპირისპირებაში ჩემი სათქმელი ვთქვი და ეს ბრძოლა მოვიგე. "ტაროს ჩოჩორი დავდე ბეჭებზე".

ახლა სხვა ადვოკატებზე გადავდივარ, რომელთა საქმიანობაც, ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს. ჩემი პატარა ჟურნალისტური გამოძიების შემდეგი გმირი ქეთევან უტიაშვილია. მასზე არაერთ საინტერესო მასალას შემოგთავაზებთ და საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, თავად შეაფასოს წარმოდგენილი ფაქტები.

ამიტომ მტკიცება, თითქოს ნატა ვიბლიანთან შევკავშირდი ან რაიმე სახის ალიანსი შევქმენი, სრული აბსურდია. ჩემი საქმიანობის მიზანი კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების დაცვა კი არა, იმ საკითხების გამოკვლევა და გაშუქებაა, რომლებიც, ჩემი აზრით, საზოგადოებრივ ყურადღებას იმსახურებს.

ჩემი პოზიცია მარტივია: ფაქტები, მასალები და საჯარო ინტერესი და არა უსაფუძვლო ბრალდებები და შეთქმულების ვერსიები" - დაწერა ირაკლი ჯანყარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×