რეზონანსი
11.11.2026

საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"გულწრფელად თანავუგრძნობთ ავტომაგისტრალზე მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,"- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×