რეზონანსი
11.11.2026

აბუ დაბიში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. შეხვედრა ორ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა.

უკრაინული მედიის თანახმად, წყარო ამბობს, რომ „არ ღირს „გარღვევებზე“ ან სწრაფ შედეგებზე დაყრდნობა“.

უკრაინული მედიის მიხედვით, „ტელეგრაფის“ ინფორმაცია, რომ უკრაინამ, სავარაუდოდ, უარყო აშშ-ის მიერ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განბლოკვის მიზნით შემუშავებული საზღვრების გადახედვის ახალი წინადადება, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ასეთი ინიციატივა არ არსებობდა, ამიტომ უარის თქმა შეუძლებელი იყო. ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – აღნიშნა წყარომ.

ამჟამად უკრაინულ მხარესა და ევროპელებს შორის მიმდინარეობს შეხვედრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×