რეზონანსი
10.11.2026

72 მომხრე, 1 წინააღმდეგი - სახელმწიფოს ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხას ვერ დააყადაღებენ.  „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილების თანახმად, ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო გაცემული ფულადი დახმარების სამართლებრივი დაცვა აღსრულების პროცესში ახლებურად დარეგულირდება. კერძოდ, ყადაღას არ დაექვემდებარება ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფულადი დახმარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×