რეზონანსი
10.11.2026

ამ 8 დღის განმავლობაში ისინი დარწმუნდნენ, რომ ტყუილების თქმას, ფაქტებით მანიპულირებას აზრი არ აქვს მათთვის და მძიმე თავდაცვის რეჟიმში არიან. ახლა ცდილობენ, სასამართლო სხდომა გადაზარდონ პოლიტიკურ დებატებში, შექმნან შოუ, ერთსა და იმავეს საუბრობენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ერთნი არიან, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.

„თითქოს სასამართლოში მათ არ ეძლევათ მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობა და და ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, სხდომის ოქმში დაფიქსირდესო. მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ერთ საკითხს: ჯერ ამბობდნენ, რომ სარჩელში რა მტკიცებულებებია მითითებული ვერ გავიგეთო, მერე საუბრობდნენ, რომ ეს მტკიცებულებები ვის მიემართება, რომელ ჩვენგანს, ესეც გაუგებარიაო, დღეს გამოვიდნენ და ამბობენ, რომ თურმე იმდენი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, ეს რომ ამოიბეჭდოს, სატვირთო მანქანებით იქნება წარმოსადგენი საკონსტიტუციო სასამართლოშიო - ჩამოყალიბდნენ, სარჩელს მტკიცებულებები ახლავს თუ არ ახლავს. წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთია საგამოძიებო დასკვნის სახით თუ იმდენია რომ სატვირთო მანქანა არის საჭირო მის მოსატანად საკონსტიტუციო სასამართლოში. იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ჩაცვენილები, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარი თავის საპირისპირო ჩვენებებს კი აძლევენ.

ცდილობენ, საზოგადოებაში აღქმა ჩამოაყალიბონ, რომ სხდომის მიმდინარეობისას მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ რომელიმე საკითხთან დაკავშირებით აზრი დააფიქსირონ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეს გაგრძელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×