რეზონანსი
10.11.2026

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილს სასულიერო პირი მართავდა, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე შევარდა.

ავარიის შედეგად შუახნის ქალი დაშავდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ქალს ფეხის მოტეხილობა აღენიშნება და ამჟამად ოპერაცია უტარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×