
თურქეთში, ფოლადის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„იზმირის პროვინციის ალიაგას რაიონში მდებარე ფოლადის ქარხანაში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა და 13 დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა", - განაცხადა ერდოღანმა.
იზმირის გუბერნატორის სულეიმან ელბანის ცნობით, სავარაუდოდ, ნანგრევებში ოთხი ადამიანია ჩარჩენილი, რომელთა გამოსაყვანად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
შეგახსენებთ, იზმირის პროვინციაში, Habas-ის ფოლადის ქარხანაში აფეთქება დღეს შუადღეს მოხდა.
ერდოღანის განცხადებით, აფეთქების მიზეზსა და პასუხისმგებელი პირების ვინაობას გამოძიება დაადგენს.