რეზონანსი
09.11.2026

ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც, დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც დაზარალებული 7 წლის იყო, მასზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „საფარი" ავრცელებს.

„ერთი წლის წინ, საფარს ახალგაზრდა ქალმა მიმართა. საქმეზე მუშაობა ორგანიზაციის იურისტმა, მარი ვარამაშვილმა დაიწყო. მთელი ამ დროის განმავლობაში, იურისტი დაზარალებულთან ერთად აქტიურად აგროვებდა მტკიცებულებებს. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რითაც დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა.

პროკურატურამ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე კაცს ბრალი წარუდგინა. საგანგაშოა გარემოება, რომ ბრალდებულს დღემდე ჰქონდა შეხება ბავშვებთან და ის კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საფარის" ინფორმაციით, 10 ნოემბერს სასამართლო რისკებს შეაფასებს, აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს და გადაწყვეტს, შეეფარდება თუ არა ბრალდებულს პატიმრობა.

„საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნავს „საფარი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×