
ოქტომბრის ბოლოს ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებს, ალექსანდრ სტუბსა და იონას სტორეს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარმა, კრემლთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით, სკანდინავიურ მოკავშირეებს შორის სერიოზული განხეთქილება გამოიწვია. როგორც სიტუაციაში ჩახედულმა რამდენიმე დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ . გგანაცხადა, სტუბი და სტორი რამდენიმე თვის განმავლობაში დახურულ კარს უკან განიხილავდნენ კრემლთან ერთობლივი სატელეფონო საუბრის იდეას და მივიდნენ დასკვნამდე, რომ კონტაქტის აღდგენა გადამწყვეტი იქნებოდა აბუ-დაბიში უკრაინის შესახებ ახალი მოლაპარაკებების წინ.
თუმცა, პუტინთან დაახლოებით 90 წუთიანი საუბრის შემდეგ, სტუბი და სტორი მკვეთრად გააკრიტიკეს დანიისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრებმა, ასევე ლიტვის მთავრობამ. სხვა დიპლომატები კულისებში კიდევ უფრო მკაცრი იყვნენ. „ძალიან ბევრი საშუალო ასაკის მამაკაცი ოცნებობს ისტორიის წიგნებში შევიდნენ, როგორც მშვიდობისმყოფელები, რომლებმაც ეს ომი დაასრულეს.
„პუტინი უბრალოდ სარგებლობს დანარჩენ მსოფლიოსთან ნორმალური დიალოგის აღდგენით, მაშინ როცა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვასა და მკვლელობას აგრძელებს“, - უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა ევროკავშირის დიპლომატმა.
გაღიზიანება გამოიწვია არა მხოლოდ კრემლთან დიალოგის დაწყების გადაწყვეტილებამ, არამედ იმ ფაქტმაც, რომ სტუბმა და სტორემ თავიანთი ინიციატივა არ შეათანხმეს მოკავშირეებთან.