რეზონანსი
09.11.2026

14 წელია გვესმის ერთი და იგივე: „დიქტატურა“, „რუსეთი“, მსგავსი აბსურდი და ბოდვები - უკვე მართლა მობეზრდა ჩვენს საზოგადოებას ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მოსაბეზრებელია ასეთი აგენტურული ოპოზიციის ყოლა პოლიტიკაში, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დროა, პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან გაჯანსაღდეს, ამიტომ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი შეიტანა.

“რა თქმა უნდა, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ დანაშაულებს, რასაც “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” ჩადიოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგ იმ საბოტაჟირების მუდმივ პროცესს, რომელსაც ისინი უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს ეწევიან. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ისინი შეფასებული არიან, ქართველმა ხალხმა ისინი შეაფასა - 10 არჩევნები ძალიან დიდი ანგარიშით წააგეს, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს. სწორედ ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება. ეს არის ჩვენი სურვილი, თუმცა გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სარჩელი საკმარისად არის გამყარებული ფაქტებით, მტკიცებულებებით. მიმდინარე კვირას ჩვენს საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მოისმინოს, თუ რა არგუმენტების წარმოდგენა შეუძლია აგენტურულ ოპოზიციას. მე ვფიქრობ, რომ მათ ფიზიკურად არ აქვთ არგუმენტები, რაც შეუძლიათ ჩვენს სარჩელს დაუპირისპირონ.

კითხვა-პასუხის რეჟიმში დავინახავთ, რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ეს აგენტურული ოპოზიცია. 14 წელია გვესმის ერთი და იგივე - “დიქტატურა”, “რუსეთი”, მსგავსი აბსურდი და ბოდვები. უკვე მართლა მობეზრდა ჩვენს საზოგადოებას ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მოსაბეზრებელია ასეთი აგენტურული ოპოზიციის ყოლა პოლიტიკაში. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელი შევიტანეთ, არის ის, რომ დროა, პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან გაჯანსაღდეს და ამის შემდეგ, უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ, რომ პოლიტიკაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდები შემოვიდნენ," - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა ხვალ განახლდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×