
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ძალიან იაფფასიანი ცირკი, - განუცხადა „იმედის კვირას" ტელეწამყვანმა ბაჩო ოდიშარიამ ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" მიერ შედგენილ სიაზე საუბრისას.
როგორც ცნობილია, ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2026 წლის ე.წ. თავისუფალი მედიის მიმტაცებლების სია, რომელშიც „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა ილონ მასკთან და დონალდ ტრამპთან ერთად.
ოდიშარიას თქმით, ორგანიზაცია მოქმედებს ეთიკის გარეშე და არ არსებობს არანაირი სტანდარტი.
„[როგორ შეიძლება] თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი მედიაგარემოს მიმტაცებელია და შეიყვანოს ამ სიაში მაშინ, როდესაც საქართველოში აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური არხი 24/7ზე მაუწყებლობს ყველანაირი შეფერხების გარეშე. არასოდეს მათ არ ჰქონიათ სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ტიპის შეზღუდვა, მითუმეტეს „ნაცებისგან" განსხვავებით ძალისმიერი ტერორისტული აქტის შედეგად არ დაუხურავთ ტელევიზიები. თან ეს ხომ არ იყო მხოლოდ „იმედის" შემთხვევა, ეს იყო „რუსთავი2"-თან, „მაესტროსთან", „მეცხრე არხთან" მიმართებაში, როცა ჩვენ ვხედავთ მაშინდელი ხელისუფლება, რომელსაც სრულად ჰქონდა უზურპირებული მედიაგარემო რა ტიპის მეთოდებს იყენებდა, სანამ არსებობდა რაიმე ტიპის ალტერნატიული მედია, მათ წინააღმდეგ საბრძოლველად", - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.