
კომპანია "დიმ ჰოლდინგის" მფლობელი დიმიტრი კიხანიდი ამტკიცებს, რომ მას 2 მილიონი გამოსძალა მისივე მენეჯერმა, ნატალია ბეჟიტაშვილი, რომლიც 32 წლის კაცის მონაყოლით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილის ახლობელია.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ნატალია ბეჟიტაშვილი "დიმ ჰოლდინგის" მენეჯერის პოზიციაზე ახალგაზრდა ქალის დედის თხოვნით დანიშნა. ბეჟიტაშვილის დედა კი ახალგაზრდა კაცის მტკიცებით, ის ეზოთერიკოსია, რომელიც დიმიტრი კიხანიდის მონაყოლით მას აურის გაწმენდას და შემოსავლის ზრდაზე რიტუალებს უტარებდა.
დიმტირი კიხანიდი ჰყვება, რომ ერთ დღეს, კომპანიის მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებულმა ნატალია ბეჟიტაშვილმა უთხრა, რომ ბიზნესს გავლენიანი მფარველი სჭირდებოდა და ასეთი იყო ქალაქში ცნობილი, "კრიმინალური ავტორიტეტი" თედო დადიანი, რომელიც "თბილისს მის ჭკუაზე ატრიალებდა".
თედო დიდიანი - ამ გვარის და სახელის მოქალაქე, საქართველოს ამომრჩეველთა სიაში არ არსებობს. არ იძებნება არც თეოდორე ან თევდორე დადიანი.სავარაუდოდ, ის გამოგონილი პიროვნებაა. ბიზნესმენს ის თვალით არასდროს უნახავს.
დიმიტრი კიხანიდი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მისი მენეჯერის ნატალია ბეჟიტაშვილის ხელით, ვირტუალურ პიროვნებას დიდი ფულს უგზავნიდა, როდესაც ფული არ ჰქონდა, ნატალია ბიზნესმენს პროცენტიან ვალს აძლევდა, რომ ისევ მისთვის გადაეცა, ვინმე თედო დიადიანისთვის მისაცემად.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ჯამში ორ მილიონი ლარი გაუგზავნა ვინმე თედოს, რომ "დიმ ჰოლდინგის" მფარველი გამხდარიყო, კრიმინალებს არ შეეწუხებინათ და უცხოელი ინვესტორები მომსახურება გაეგრძელებინა.
დიმიტრი კიხანიდი ამბობს, რომ როდესაც ბიზნესმენი კრიმინალური სამყაროს სახელით მოქმედი თედო დადიანისთვის ფული გაგზავნას აგვიანებდა, მისი მენეჯერი არწმუნებდა, რომ იგეგმებოდა მასზე თავდასხმა, ამ მისი საცოლის გატაცება.
"ტვ პირველი"