
პოლონური მედიის ინფორმაციით, ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა, რომელსაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, პოლონეთის მოქალაქემ მოაწყო.
მედიის ცნობით, ბრალდებული დაკავებულია და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
როგორც პოლონური პოლიცია იუწყება, სროლის შედეგად პოლიციელი არ გარდაცვლილა, ხოლო ბოროტმოქმედს თანამზრახველი არ ჰყოლია.
პოლონური მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი 25 წლისაა.
ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ბოროტმოქმედი კრაკოვის მოედანზე შავი ფერის Subaru-ს მარკის ავტომობილით შეიჭრა და უმისამართო სროლა დაიწყო. ის AR-15 ტიპის შაშხანიდან ისროდა და სამხედრო ფორმაში იყო ჩაცმული.
ბოროტმოქმედი პოლიციამ დაჭრა. ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ კრაკოვის ცენტრში სროლა იყო. სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. პოლიცია თავდასხმის მოტივსა და ყველა გარემოებას იძიებს.