რეზონანსი
07.11.2026

ვერ დაასახელებენ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი და რაღაც ზოგადი ფრაზებით უნდა შემოიფარგლონ, რომლებიც არაფრისმთქმელი არ იქნება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა.

მან ასე შეაფასა ის ფაქტი, რომ ევროკომისია ვერ ასახელებს, კონკრეტულად ვის გულისხმობს გაფართოების 2026 წლის ანგარიშში მოხსენიებულ „თვითნებურად დაკავებულ“ პირებში.

„იმიტომ ვერ ასახელებენ, რომ მათ კონკრეტული პირები უნდა დაასახელონ და მაშინ უნდა დაასახელონ ადამიანები, რომლებმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს პოლიციელებს, სცადეს მათი ცოცხლად დაწვა და ამის გამო დღეს სასჯელს იხდიან; უნდა დაასახელონ ადამიანი, რომელიც თავს დაესხა პოლიციელს და ამის გამო სასჯელს იხდის; უნდა დაასახელონ ადამიანი, რომელმაც შტურმი მიიტანა პრეზიდენტის სასახლეზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე. შესაბამისად, ვერ დაასახელებენ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი და რაღაც ზოგადი ფრაზებით უნდა შემოიფარგლონ, რომლებიც არაფრისმთქმელი იქნება“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

ცნობისთვის, „ქრონიკის“ კითხვას აღნიშნულ საკითხზე ევროკომისიამ ასე უპასუხა: „გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს შესახებ 2026 წლის გაფართოების ანგარიშის ტექსტს. სხვა დამატებითი ინფორმაციის გაზიარება არ შეგვიძლია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×