
კასპში მოღვაწე მღვდელი ლევან ჯიქური საგანგებო მიმართვას ავრცელებს:
"ლამისყანაში ამ სახლში ცხოვრობს დაქვრივებული, უმუშევარი, დედაშვილი (ვიცი ბევრი ფანატიკოსია და ვისაც არ გჯერათ ჩამოდით და ვესტუმროთ, ხეირია ოჯახისთვის ხელცარიელები ხომ არ ჩამოხვალთ).
რამდენჯერ სთხოვეს სახელმწიოფოს სახლის შეკეთება. ნეტა შენ. ან რა შეკეთებაზეა საუბარი, სოციალური მოუხსნეს. გაასაჩივრეს, გადაამოწმეს და მაინც არ დაუნიშნეს, ძალიან მაღალი ქულები გაქვთო...
და ამავე ქვეყანაში რონალდინიოს სახლი აჩუქეს!
ქვეყანაში სადაც ზოგი ესეთი სახლზეც კი ნატრულობს, არ აქვთ საჭმელი, წამალი და ამ სანახაობებს იმიტომ აკეთებთ თქვე თავლთმაქცო, ფასადურო, შეროზგილო საფლავებო საღამოს "იმედზე" რომ აჩვენოთ, აი, ქვეყანა წინ მიდის, გავუსწარით გერმანიას და ვეწევით იაპონიას. ეს თქვენ და თქვენმა შინაურებმა გაუსწარით ვილებით, უცხოეთში სახლებით და ოქროს ზოდებით, ერის უმეტესობა იხრჩობა ვალებში, უბედურებაში ან გარბიან აქედან", - დაწერა მამა ლევან ჯიქურმა.
