რეზონანსი
06.11.2026

ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპულ სასამართლოში არსებული საჩივრების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული, რაც, თავის მხრივ, ძალიან თვალსაჩინო რიცხვია. აღსანიშნავია გასულ წელს საქართველოს წინააღმდეგ შესული საჩივრების რაოდენობაც. ამ მაჩვენებლით საქართველო ასწრებს ევროპის 29 სახელმწიფოს და მათგან ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

ბექა ძამაშვილის თქმით, 2012 წლის შემდეგ ევროპულ სასამართლოს არცერთ საქმეზე არ დაუდგენია დარღვევა, სადაც პრობლემად დასახელებულა საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა.

„დღეს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევა სრულ შესაბამისობაში ამ რეალობასთან. ისიც უნდა ითქვას, რომ იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ ძალიან ავტორიტეტულ კვლევით ორგანიზაციას, Ipsos France-ს დაუკვეთა კვლევა სასამართლოს დამოუკიდებლობის აღქმის თაობაზე და ამ მაჩვენებლითაც საქართველოს მონაცემი თითქმის 10%-ით აღემატებოდა ევროკავშირში არსებულ საშუალო მაჩვენებელს“, - განაცხადა ძამაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×