რეზონანსი
06.11.2026

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 7 ნო­ემ­ბრის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან 9 ნო­ემ­ბრის დი­ლამ­დე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, აჭა­რა­ში და გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში დრო­გა­მოშ­ვე­ბით ძლი­ე­რი ინ­ტენ­სი­ვო­ბით. შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი, ძლი­ე­რი ქარი, ზღვა­ზე 4-5 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი, მა­ღალმთი­ან ზო­ნებ­ში ზო­გან ძლი­ე­რი თოვა, ქარ­ბუ­ქი და ნის­ლი.

რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, დიდ­თოვ­ლო­ბის, ქარ­ბუ­ქი­სა და ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

ტემპერატის ვარდნაა აღმოსავლეთ საქართველოშიც და თან იქროლებს ძლიერი ქარი. უამინდობა 10 ნოემბრამდე გასტანს.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია აჭა­რა-გუ­რი­ის მდი­ნა­რე­ე­ბი­სა და მათი შე­ნა­კა­დე­ბის ქვე­მო წელ­ში წყლის დო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, გო­რაკ-ბორ­ცვი­ან და მთი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, ხოლო ურ­ბა­ნულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ცალ­კე­უ­ლი ად­გი­ლე­ბის დატ­ბორ­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს (საფრ­თხის დონე - სა­შუ­ა­ლო).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×