რეზონანსი
06.11.2026

სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტ უნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.

გამოკითხვის საფუძველზე კანონის უზენაესობა შეფასდა ორი მიმართულებით: სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობა დავების გადაწყვეტისას. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 59%-ი მიიღო და ევროპაში 15-ე ადგილი დაიკავა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 15 სახელმწიფოს.

მიმდინარე ანგარიშის შესახებ საუბრობს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველო მუდამ მოწინავე ქვეყანაა, თუმცა ამის მიუხედავად, გაწევრიანების გზაზე, უპირატესობას სხვა კანდიდატ ქვეყნებს ანიჭებენ, ვიდრე საქართველოს, რაც შალამბერიძის თქმით, ღიმილის მომგვრელია.

„ნებისმიერი ანგარიში, რომელსაც ევროკავშირის სტრუქტურები აქვეყნებენ, ყველა ანგარიშში საქართველო ან საუკეთესო ხუთეულშია, ან ათეულში და ა.შ. პარალელს ვავლებთ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან, რომლებიც ამ ანგარიშში ბოლო ადგილებზე არიან თავიანთი წარმატებებით.

ანგარიშში კი გვიცხადებენ, რომ ის ქვეყნები არიან პირველ ათეულში და საქართველო საერთოდ არ განიხილება - ღიმილის მომგვრელია, რადგან რეალურად თვითონვე აღიარებენ, რომ საქართველოში, თუნდაც სასამართლოს მიმართ, ნდობა არის მაღალი“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×