რეზონანსი
06.11.2026

უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული უფასო უმაღლესი სწავლების მიმართულებით. ეს ასახულია ბიუჯეტში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა.

დეპუტატი გამოეხმაურა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს მეორე მოსმენით განხილვისთვის წარუდგინა.

„უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული უფასო უმაღლესი სწავლების მიმართულებით. ეს ასახულია ბიუჯეტში. ასევე მთავარი პრობლემაა სკოლებში და სკოლების ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოდგენილია ბიუჯეტში. მნიშვნელოვანია ასევე პედაგოგების ხელფასების საკითხი, აღიარების კუთხით პროგრამის გაგრძელება და გაძლიერება“, - აღნიშნა ლაშხმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×