რეზონანსი
06.11.2026

კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს აფასებს. მისი განმარტებით, ცვლილებების პაკეტი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს მოაწესრიგებს.

„წესრიგდება ისეთი ტექნიკური ხასიათის საკითხები, რომლებიც უშუალოდ არჩევნების ორგანიზებისა და მენეჯმენტის კუთხით გაცილებით უფრო მეტად გასაგები და ეფექტიანი იქნება. იცვლება ვადები. გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელ დამკვირვებლების დასწრებასთან დაკავშირებით. შემოსულია პაკეტი, რომელიც უკეთესად მოაწესრიგებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ მთელ რიგ ტექნიკურ საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

პარლამენტი დღეს ორი კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს. კანონპროექტით არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-იდან 15 დღემდე მცირდება. იცვლება საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები და განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის არჩევნების შედეგების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამების წესი. ასევე ზუსტდება შემაჯამებელი ოქმების შედგენის, შესწორებისა და გასაჩივრების წესი და კანდიდატურების მოხსნის ვადები. ახალარჩეული საკრებულოს, მისი წევრებისა და მერის უფლებამოსილება კი საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-14 დღის ნაცვლად, მე-9 დღეს დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×