რეზონანსი
05.11.2026

ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ყაზახ კოლეგასთან, ერჟან სადენოვთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მინისტრებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საპოლიციო სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე. ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.

შეხვედრის დასასრულს სულხან თამაზაშვილმა ყაზახ კოლეგას მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ოფიციალურ ვიზიტში ასევე მონაწილეობენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×