რეზონანსი
05.11.2026

პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობაა.

"გაანადგურეს არჩევნების იდეა "ოცნებამ" და ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც უსინდისოდ მოიქცა 4 ოქტომბერს. დღეს გამოდიან და თურმე პოლიტიკიდან საერთოდ მიდიან და ლაპარაკი არ უნდათ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ვისთან ერთად და როგორ გეგმავდნენ 4 ოქტომბერს. ასეთი უსინდისობა გაუკეთეს ქვეყანას "ოცნების" პროვოკაციით და დაგეგმვით", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რაც შეეხება მანდატების საკითხს, სიჭინავა აღნიშნავს, რომ პარტიამ მანდატების გამოყენება და აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ჩართვა ქვეყანაში რადიკალიზაციის დასრულების მიზნით გადაწყვიტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×