რეზონანსი
04.11.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ევროკომისიის ახალი ანგარიში გაფართოების შესახებ „დღის ქრონიკაში“ შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა, ანგარიშის მიზანია, უარყოფითად წარმოჩნდეს საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური თუ დემოკრატიული მდგომარეობა.

„ამ პროცესში მონაწილეობს ორივე მხარე - ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციები და საქართველოს მხრიდან სამინისტროები და პარლამენტი. მანამდე, ასეთი ანგარიშის მომზადება ყოველთვის ორმხრივად ხდებოდა. ეს იყო პროცესი, რომლის შემდეგადაც ანგარიშები ქვეყნდებოდა ამა თუ იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში. ბოლო ორი წელია, მას შემდეგ რაც ევროკავშირისგან ოფიციალურად გაცხადდა, რომ საქართველოსთან დიალოგი შეწყვიტეს, ანგარიშებს ასეთი წინაპირობა აღარ აქვს. ეს არის ანგარიშები, რომლებიც ცალმხრივად კეთდება.

თითქოს ამ ანგარიშის მიზანი არ არის ის, რომ რეალური და სწორი შეფასებები გაკეთდეს. ამ ყველაფერს გარკვეული პოლიტიკური კონტექსტი აქვს და არის მიზანი, რომ უარყოფითად წარმოჩნდეს საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური თუ დემოკრატიული მდგომარეობა“, - აღნიშნა კახიანმა.

„ქრონიკამ“ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში მოიპოვა, რომელიც წინა დოკუმენტისგან ფაქტობრივად არაფრით განსხვავდება. ანგარიშში საუბარია ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებაზე, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ევროკომისია გაფართოების ანგარიშში თვითნებურად დაკავებულებს უწოდებს ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს, რომელმაც დანაშაული აღიარეს. ანგარიშში ფაქტობრივი უზუსტობაცაა - წერია, რომ გაწევრებასთან დაკავშირებით 2028 წლამდე მოლაპარაკების დღის წესრიგში არ დაყენება კონსტიტუციას არღვევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×