რეზონანსი
04.11.2026

ყველა, ვინც ფიქრობს, რომ აშშ-ის პოლიტიკა არჩევნების შედეგად შეიცვლება, მწარედ ცდება, - ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა აშშ-ში გამართულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გაავრცელა.

„მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს მცირე იმედი მაინც, რომ პარტიული ან ფრაქციული ცვლილებების შედეგად ჰეგემონიური სისტემის ქცევა შეიძლება შეიცვალოს, მწარედ ცდებიან“, - განაცხადა მოჯთაბა ხამენეიმ.

ასევე, მისი თქმით, თუ აშშ ირანის წინააღმდეგ დარტყმებს განაახლებს, მაშინ ახლო აღმოსავლეთში ომის მასშტაბი გაიზრდება.

„აგრესიის განმეორების შემთხვევაში, ომის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაფართოვდება“, - ნათქვამია ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×